ო ქ მ ი N 1
ძევერის საჯარო სკოლა
06. 09. 2013 წელი
2013 წლის 6 სექტემბერს ჩატარდა ძევერის საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელთა კათედრის სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ კათედრის ხელმძღვანელი ნ. კოლიაშვილი
და კათედრის წევრები:
1.
ლალი
მახანაშვილი
2.
მარინე ზედგინიძე
3.
ეთერი
ლომსაძე
დ ღ ი ს წ
ე ს რ ი გ ი
1.
კათედრის
ხელმძღვანელის არჩევა
2.
საათების
განაწილება
3.
მოსწავლეთა
შეფასების სტრატეგიული გეგმის განხილვა
მოისმინეს :
კათედრის ხელმძღვანელის ნ.კოლიაშვილის მოხსენება ახალი სასწავლო წლისთვის კათედრის
ხელმძღვანელის არჩევის შესახებ.
აზრი გამოთქვა:
მ. ზედგენიძემ კათედრის ხელმძღვანელად დაასახელა ლალი მახანაშვილის კანდიდატურა.
კათედრის წევრებმა დასახელებულ კანდიდატს უყარეს კენჭი . კენჭისყრის შედეგები
:
მომხრე:
4 პედაგოგი
წინააღმდეგი:
0
თავი შეიკავა:
0
დაადგინეს:
2013-2014 სასწავლო წლისთვის,07.09.2013- დან დაწყებითი კლასის მასწავლებელთა კათედრის
ხელმძღვანელად არჩეული იყოს ლალი მახანაშვილი.
მოისმინეს:კათედრის ხელმძღვანელმა ისაუბრა საათების განაწილების შესახებ.
მან კათედრის წევრებს გააცნო, რომ
სკოლის დირექციის ინფორმაციით სერთიფიცირებულ პედაგოგს დანამატი ეძლევა 18 საათზე იმ
საგნებში რომელი საგნებიც აქვს ჩაბარებული,ამიტომ საათების განაწილებისას იქნება ცვლილებები.
კერძოდ, მ.ზედგენიძე და ე. ლომსაძემ უნდა დათმონ მათემატიკის 5 საათი და სანაცვლოდ
აიღონ ხელოვნების 2 საათი და სპორტის 2 საათი შესაბამისად 1-ლ და მე-2 კლასებში. ამ
ინფორმაციას მოყვა ამ პედაგოგების უკმაყოფილება, რადგან მათ არ სურთ ამ საათების დათმობა.
აზრი გამოთქვა: ე. ლომსაძემ აღნიშნა, რომ მას არ სურს სპორტის საათებით დატვირთვა, ამასთანავე
კლასიდან გამოსვლა, რადგან მიაჩნია რომ ეს მოსწავლეებზეც არ აისახება კარგად.
აზრი გამოთქვა: მ. ზედგენიძემ გამოთქვა უკმაყოფილება
აღნიშნულის მიმართ, თუმცა არ არის წინააღმდეგი და ყველაფრის მიუხედავად ემორჩილება
მოთხოვნებს.
აზრი გამოთქვა: ლ. მახანაშვილმა, რომელმაც აღნიშნა
,რომ არ ეთანხმება ე. ლომსაძის მოსაზრებას მოსწავლეების შესახებ და სრული უფლება აქვთ
სერთიფიცირებულ მასწავლებლებს მოითხოვონ ის
საათობრივი დატვირთვა,რომლებშიც აქვთ გამოცდა ჩაბარებული. მაგრამ კოლეგიალურობიდან
გამომდინარე მზადაა ამ ეტაპზე წავიდეს დათმობაზე და უარი თქვას კუთვნილ დანამატის ნაწილზე.
აზრი გამოთქვა: ნ. კოლიაშვილი დაეთანხმა ლ. მახანაშვილის
მოსაზრებას, მაგრამ აქვე აღნიშნა რომ ეს იქნება დროებით და როცა ოფიციალურად კანონი
შევა ძალაში მოითხოვს კუთვნილ საათებს. ამ ეტაპზე კი კოლეგებს უწევს ანგარიშს და დროებით
თმობს კუთვნილ დანამატს დარჩენილ საათებზე.
დაადგინეს: ურთიერთპატივისცემის და კოლეგიალურობის გათვალისწინებით
საათები განაწილდეს ისე რომ ყველა პედაგოგმა იმუშაოს შესაბამისად თავის კლასებთან.
ამრიგად, საათები განაწილდა შემდეგნაირად:
1.
ნინა
კოლიაშვილი I კლასი -----
19 საათი
2.
ლალი
მახანაშვილი II კლასი -----
18 საათი
3.
მარინე
ზედგენიძე III კლასი ------ 18 საათი
4.
ეთერი
ლომსაძე IV კლასი
------ 18 საათი
კათედრის ხელმძღვანელმა აღნიშნული საკითხი დააყენა კენჭისყრაზე.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე:
4 პედაგოგი
წინააღმდეგი:
0
თავი შეიკავა:
0
დაადგინეს:
კათედრის პედაგოგებმა 2013-2014 სასწავლო წელს იმუშაონ აღნიშნული საათობრივი
ბადით.
მოისმინეს :
კათედრის ხელმძღვანელმა კაეთდრის წევრებს წევრებს გააცნო მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიული გეგმა.
მოსწავლეთა
შეფასების სტრატეგიული გეგმა
შეფასების სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს
ინფორმაციას მოსწავლის შესაძლებლობის ანალიზისა და მისი პროგრესის შესახებ.
I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში
სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება,
რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება
მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების
უკეთ გამოსავლენად.
სკოლაში გამოიყენება
ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს
სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმავითარებელი
შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის
ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები,
როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი.
შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასება
ქართული ენა___ კითხულობს გამართულად,გამომეტყველებით,აქვს
მდიდარი ლექსიკური მარაგი,მეტყველებს სწორად,შესწევს უნარი სწორად გაიაზროს წაკითხული,გადმოსცეს
იგი ზეპირმეტყველებით.ფლობს აზრის წერილობითჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს.
მათემატიკა ____ კარგად ფლობს ზეპირ ანგარიშს,ამოცანებს ხსნის
დამოუკიდებლად და სწორად, საკითხის განხილვისასაზროვნებს ლოგიკურად.
ბუნება _________იცნობს
ლოკალურ გარემოს, საქ-სკუთხეებს.კონკრეტული წარმოდგენა აქვს ბუნების მოვლენებზე,ეკოლოგიურ
პრობლემებზე.
ხელოვნება _______ პრაქტიკული მუშაობის დროს იცავს უსაფრთხოების
წესებს, მუშაობს ფაქიზად და ინტერესით. აქვს საუკეთესო ნაშრომები.
განმსაზღვრელი შეფასება
ქ ა რ თ უ ლ ი ე ნ ა
ზეპირმეტყველება
Ø
ადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
Ø
ისმენს,იგებს ნაცნობ თემებზე შექმნილ მცირე
ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
Ø
მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკას და ძირითად
ენიბრივ ფორმებს.
კითხვა
Ø
მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს.
Ø
მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
Ø
მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით
ენობრივ გრამატიკულ ნიშნებს.
წერა
Ø
ადრესატის გათვალისწინებით თხზავს მარტივი სახის
საკომუნიკაციო და მიზნობრივ ტექსტებს.
Ø
დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს
ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
Ø
ტექსტების შექმნისას იყენებს ძირითად გრამატიკულ
ელემენტებს.
Ø
იყენებს ნაწერის გასწორების მარტივ ხერხებს.
მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა
რიცხვები და მოქმედებები
Ø
ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს,
რაოდენობებს და რიგს.
Ø
აკავშირებს თვლას, რიცხვებს, რიცხვით სახელებს
შორის დამოკიდებულებებს და შეკრება - გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
Ø
აფასებს და ადარებს რაოდენობებს.
Ø
იყენებს რიცხვებს და მათზე მოქმედებებს გამოთვლებზე
ამოცანების ამოხსნისას.
კანონზომიერებები და ალგებრა
Ø
განავრცობს,წარმოადგენს და ადარებს საგნების
ან ნახატების/ ფიგურების პერიოდულ განლაგებებს (მიმდევრობებს).
Ø
ხსნის ამოცანებს.
გეომეტრია და სივრცის აღქმა
Ø
აღწერს ფიგურებს.
Ø
ადარებს და ადგენს ფიგურათა ზომებს.
Ø
ორიენტირებს გარემოში და აღწერს ობიექტთა ურთიერთგანლაგებას.
მონაცემთა ანალიზი ,ალბათობა და სტატისტიკა
Ø
აგროვებს თვისობრივ მონაცემებს.
Ø
აწესრიგებს თვისობრივ მონაცემებს.
Ø
აკეთებს თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას.
ბუნებისმეტყველება
ცოცხალი სამყარო
Ø
მოსწავლე აღწერს და განასხვავებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს.
Ø
განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
სხეულები და მოვლენები
Ø
მოსწავლე აღწერს ადვილად დაკვირვებად მოძრაობებს.
Ø მოსწავლე
განარჩევს მოძრაობის წარმომქმნელ წყაროებს.
დედამიწა და გარესამყარო
Ø მოსწავლე
ორიენტირებს ნაცნობ გარემოში.
Ø ამოიცნობს
და განასხვავებს ლოკალური გარემოს გეოგრაფიულ ობიექტებს.
Ø აკვირდება,ახასიათებს,
და აღწერს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს.
ადამიანი დაგარემო
Ø იცავს
პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის წესებს.
Ø მოსწავლე
გამოხატავს დამოკიდებულებას საკუთარი გარემოსადმი.
დაადგინეს: მოსწავლეთა შეფასება განხორციელდეს მოცემული
კომენტარების გათვალისწინებით.
კათედრის ხელმძღვანელი: ნ.კოლიაშვილი
მდივანი:
მ. ზედგენიძე
ო ქ მ ი N 2
ძევერის საჯარო სკოლა
18.09.2013
დაწყებითი კლასების კათედრა
სხდომას ესწრებოდა კათედრის ყველა წევრი.
დ ღ ი ს წ
ე ს რ ი გ ი:
1.
საკლასო
ჟურნალის წარმოება.
2.
„სადამრიგებლო
საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის“-ის განხილვა.
3.
2013-2014
სასწავლო წლის სამუშაო გეგმის წარდგენა -განხილვა.
მოისმინეს: კათედრის ხელმძღვანელის ლალი მახანაშვილის რეკომენდაციები
საკლასო ჟურნალის წარმოების შესახებ.
აზრი
გამოთქვა: მ.ზედგინიძემ , ე.ლომსაძემ
დაადგინეს: საკლასო
ჟურნალის წარმოება განხორციელდეს ეროვნული სასწავლო გეგმისა და „მითითებები ჟურნალის
წარმოების შესახებ“-ის გათვალისწინებით.
მოისმინეს: ლ.მახანაშვილმა კათედრის წევრებს წარუდგინა სადამრიგებლო
საათების პროგრამის სახელმძღვანელო და სთხოვა,რომ კიდევ ერთხელ გადაიკითხონ, გააანალიზონ
და გაითვალისწინონ სადამრიგებლო პროგრამების შედგენისას.
აზრი გამოთქვა:
ნ.კოლიაშვილმა, ე.ლომსაძემ
დაადგინეს: სადამრიგებლო საათების
თემატიკის შერჩევისას გაითვალისწინონ ზემოთხსენებული პროგრამა.
მოისმინეს: კათედრის ხელმძღვანელმა დამსწრეთ წარუდგინა დაწყებითი
კლასების 2013 -2014 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა.
აზრი გამოთქვა:
მ.ზედგინიძემ: სასურველია გეგმაში შევიტანოთ პროექტზე მუშაობის გამოცდილების
გაზიარება, საინტერესო იქნება ისტ-ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვაც.
ე.ლომსაძემ: ვისურვებდი გეგმაში შესულიყო კითხვის სტრატეგიების
გამოყენების საკითხი.
დაადგინეს: დამტკიცდეს დაწყებითი
კლასების კათედრის წლიური სამუშაო გეგმა ზემოთჩამოთვლილი მოსაზრებების გათვალისწინებით.
კათედრის
ხელმძღვანელი: ლალი მახანაშვილი
ოქმი N 3
ძევერის საჯარო
სკოლა
11.2013 წელი
დაწყებითი კლასების
კათედრა
გაიმართა დაწყებითი
კლასების მასწავლებელთა კათედრის სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ
კათედრის ხელმძღვანელი და წევრები.
დღის წესრიგი:
1.
Комментариев нет:
Отправить комментарий