გაკვეთილები

სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში
მასწავლებელი: ნ.კოლიაშვილი
1-ლი კლასი





 გაკვეთილის მთავარი თემა

ასო–ბგერა „ი“  და „ა“-  გაცნობა

სწავლების საფეხური
1– ლი კლასი,მასწავლებელი

მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის კლასში

გაკვეთილის მიზნები

მოსწავლეებმა შეძლონ ასო–ბგერა ი და ა–ს ამოცნობა, სიტყვების დამარცვლა, ხმოვანი ბგერების დასახელება, სიტყვის ბგერებად დაშლა, დასახელებულ ასო–ბგერაზე სიტყვის დასახელება.წიგნთან მუშაობის უნარის განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
ქართ.I.5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ–ჩვევები.
ქართ.I.6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება
ქართ.I.10.მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის უნარ–ჩვევები
შეფასების საგანი და პროცედურები
·         ფონოლოგიური უნარ–ჩვევებით
·         აქტიურობა
·         ზეპირი კომენტარები: წახალისება, შექება
ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,ხელოვნური ყვავილი ია,ფერადი ფანქრები,ალუმინის მავთული, მოძრავი ანბანი, მაგნიტური დაფა, ბუკი
თანმიმდევრობა
აქტივობა 1
·         საუბარი – იაკობ გოგებაშვილზე –  5 წთ
ვინ იყო ი. გოგებაშვილი?
სად ცხოვრობდა იაკობი?
რა დაწერა პატარებისთვის?
აქტივობა 2
·         ექსკურსია ვარიანში – იაკობ გოგებაშვილის სახლ–მუზეუმის დათვალიერება,
·         გიდის საუბარი
აქტივობა 4
·         გონებრივი იერიში– 5 წ
რა მოგეწონათ მუზეუმში?
რა გაიგეთ ისეთი რაც აქამდე არ იცოდით?
რით არის ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანი?
რა ყვავილი იპოვა გოგებაშვილმა ი და ა ასო–ბგერის გასაცნობად?
როგორი ყვავილია ია?
აქტივობა 5
·         წინადადების დაშლა სიტყვებად, სიტყვების – ბგერებად
წინადადების „ია ლამაზი ყვავილია“ ან „ია სურნელოვანი ყვავილია“ დაშლა სიტყვებად.
რომელია პირველი სიტყვა? მეორე? მესამე?
დავმარცლოთ ეს სიტყვები, დავშალოთ ბგერებად, რომელი ასო–ბგერა გესმით პირველი? 5–7 წთ

აქტივობა 6
·         თამაში – დაიჭირე ასო–ბგერა და დაასახელე სიტყვა–3 წთ
·         აქტივობა 7
ი და ა–ს გაცნობა, მოძრავი ანბანით სიტყვის აწყობა,
ალუმინის მავთულით ასოების დამზადება 5–8 წთ
აქტივობა 8
·         სახელმძღვანელოზე მუშაობა– კითხვა 5 წთ     
აქტივობა 9
ბუკში მუშაობა– 5–7 წთ


ინტეგრირებული საგნები
თარიღი
ქართული, ხელოვნება, ისტ
09.10.2013წ.

Комментариев нет: